რეკომენდაციები ლაზერული ეპილაციის შემდეგ

image.ashx1. 7-10 დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ მზის აბაზანებს ეპილაციიდან 20 დღის განმავლობაში. მზეზე გასვლის წინ კანი დაფარეთ მზისგან დამცავი  კრების თხელი ფენით დამცავი ფაქტორით SPF20-30 მზეზე დიდი ხნით ყოფნისას. კრემის ფენა განაახლეთ ყოველ 2 საათში.

2. თუ კანზე ჰიპერმია ანუ სიწითლე შეიმჩნევა 2 საათის შემდე გამოიყენეთ უზნაძის, თურმანიძის მალამო ან პანტენოლის აეროზოლი.

3. ჰიგიენის არასათანადოდ დაცვისას შესაძლებელია, კანზე წარმოიქმნას ჩირქოვანი გამონაყარი. ამ შემთხვევაში, გამოიყენეთ სინტომიცინის ან გენტამიცინის მალამო.

4. მკურნალობის კურსის შუალედში არ შეიძლება თმების მოშორება სხვა საშუალებით (გაპარსვა, ვაქსაცია და სხვა).

5. ეპილაციიდან მე-3, მე-4 დღეს ნამკურნალებ ადგილას, შეიძლება ამოიწვეროს თმის ღერები, რაც ლაზერის სხივით დაშლილი თმის ძირებიდან მოცილებულ თმებს წარმოადგენს. მათი მოშორება შეიძლება პინცეტით. ნიკაპის მიდამო სუფთავდება 7-10 დღეში, იღლია – 2 კვირის განმავლობაში, ბიკინის ზონა – 3-4 კვირაში, ბარძაყები და წვივები – 4-5 კვირაში.

რეკომენდაციები მომზადებულია “ესთეტიკ სერვისის” მიერ