როგორ მოვიხსნათ ფრჩხილების დასაგრძელებელი გელი სახლის პირობებში

ფრჩხილებზე გელის მოცილება ფასიანია, სალონების უმეტესობაში 10-15 ლარი ღირს და ერთ საათამდე დრო სჭირდება. თუმცა ამ პროცედურის მარტივად, სახლის პირობებში გაკეთება შესაძლებელია. ამისთვის დაგჭირდებათ კოსმეტიკური ბამბა, ფოლგა, აცეტონი, ფრჩხილების დასაჭრელი, ქლიბი,  და ე.წ. ლაფატკა.

გელის მოსაშორებლად საჭირო ნივთები

იმისათვის, რომ მრგვალი კოსმეტიკური ბამბა ფრჩხილებზე კომფორტულად მოვათავსოთ, აჯობებს თუ გავჭრით, აცეტონით დავასველებთ და შემდეგ ფოლგის პატარა ნაწილებით შევიხვევთ. აცეტონის ნაცვლად სპეციალური, გელის მოსაცილებელი სითხის გამოყენება უფრო ეფექტურია, თუმცა შედეგს აცეტონიც მოგვცემს.

20150304_130530

შეხვევიდან ნახევარი საათის შემდეგ ვიწყებთ “ლაფატკით” გელის მოცილებას. შეგვიძლია ფრჩხილის დაგრძელებული ნაწილი მოვჭრათ.

20150304_133805

გელის მოცილების პროცესი არც ისე სასიამოვნოა და ერთ საათამდე გრძელდება და საბოლოოდ დაახლოებით ასეთ შედეგს მიიღებთ.

20150304_141741

ამის შემდეგ შეგიძლიათ ქლიბით მსუბუქად მოიშოროთ ნარჩენები.

20150304_142530

საბოლოოდ კი ასეთ შედეგს მიიღებთ.

20150304_143741

კარგი იქნება რამდენიმე დღით თუ დაასვენებთ ფრჩხილებს – გაიკეთებთ ზღვის მარილის აბაზანებს ან მიმართავთ რაიმე ხერხს ფრჩხილების გასამაგრებლად. ამისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ “ბროწეულის” ძველ პოსტს. 

რა უნდა ვიცოდეთ წამწამების დაგრძელების შესახებ

10380311_585800548218375_129917963091382134_nთუ თქვენ ლამაზი, მუქი და გრძელი წამწამები გაქვთ, ე.ი. გაგიმართლათ. სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბუნებრივად გაქვთ მონიჭებული. თუმცა, ვისაც გრძელი წამწამები დაბადებისთანავე არ დაგვყვა, თანამედროვე ტექნოლოგიები წამწამების დაგრძელების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ.

წამწამების მოკლევადიანი დაგრძელება –   ხელოვნური წამწამების ბუჩქები მაგრდება წყალგამძლე წებოთი. პროცედურა გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. წამწამები დაახლოებით 5 დღის განმავლობაში გექნებათ.  ეს პროცედურა არც ისე ძვირი ღირს (დაახლოებით 30 ლარის ფარგლებში).  მოკლევადიანი დაგრძელება კარგია, როდესაც ერთი დღით გჭირდებათ გრძელი წამწამები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არც ისე ბუნებრივად გამოიყურება.

წამწამების გრძელვადიანი დაგრძელება – პროცედურა გრძელდება დაახლოებით ორი საათი, არის უმტკივნეულო, თუმცა საკმაოდ არაკომფორტული.  წამწამები  მაგრდება თითოეულ ღერზე. ამიტომ ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ხშირად ვერც მიხვდებით რომ ის ხელოვნურია. პროცედურა დაახლოებით 70-120 ლარამდე ღირს. არსებობს რამდენიმე ტიპის წამწამები, ზოგი მას „წაულას“ ბეწვის წამწამებს უწოდებს, ზოგი აბრეშუმს, ზოგი 3D-ს. არც ერთი მათგანი არ არის ნატურალური ბეწვის. წამწამი არის მუქი ფერის, ისეთი შესახედაობა აქვს, თითქოს კარგი ხარისხის ტუშითაა შეღებილი. წამწამები  ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს  ბუნებრივ მდგომარეობას. ერთი თვის შემდეგ აუცილებელია წამწამების კორექცია. კორექცია ფასიანია და თავდაპირველი თანხის დაახლოებით ნახევარს უდრის. წამწამები არის ძალიან ადვილი მოსახმარი, შეგიძლიათ თავისუფლად დაიბანოთ, გაიკეთოთ თვალზე მაკიაჟი. ხელს არ გიშლით ძილის  დროს. ხშირად სილამაზის სალონები წამწამების გრძელვადიან დაგრძელებას სამთვიან დაგრძელებას უწოდებენ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთ თვეში წამწამების კორექცია იქნება აუცილებელი. კორექცია კი უმეტესად გულისხმობს სრულად მოხსნას და ხელმეორედ გაკეთებას. ამიტომ დაგრძელება რეალურად ერთთვიანი გამოდის.

არსებობს, ასევე,  წამწამების შეღებვა. პროცედურა განკუთვნილია მათთვის, ვისაც გრძელი, მაგრამ ღია ფერის წამწამები აქვს. ეს პროცდურა დაახლოებით 10 წუთი გრძელდება და 10-15 ლარი ღირს.  წამწამების შეღებვა ხდება სპეციალური საღებავით, რომელიც არის ანტიალერგიული, არ აღიზიენბს თვალს. მუქი ფერის წამწამები დაახლოებით 2 კვირა ნარჩუნდება.

სილამაზის ცენტრები ახალ ინოვაციურ მეთოდს გვთავაზობენ – წამწამების პერმანენტული ტუში ეფექტს 1,5-2 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.  წამწამები ხდება მუქი ფერის, იძენს მეტ მოცულობას და  სიგრძეს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ პროცედურა სრულიად უსაფრთხოა,  არ აზიანებს წამწამებს. არის  100%-ით ანტიალერგიული და არ აზიანებს თვალს.

მანიკური ქამელეონი ლაქით

ორი კვირა ჩემი ლაქის ფერის ცვლილებით ვერთობი. რომ ვიღვიძებ, ვარდისფერი ფრჩხილები მაქვს, სამსახურში რომ მივდივარ – ყავისფერი. ამის მიზეზი ის არის, რომ ორი კვირის წინ ქამელეონი გელ-ლაქი წავისვი. როცა ხელები თბილი მაქვს, ლაქი ღიავდება.

1-2

ქამელეონი ლაქი ყველაზე ლამაზი გადამავალ პერიოდშია. IMG_6919

ასეთი ლაქი პირველად წავისვი და ვაპირებ ხშირად გავერთო ასეთი ფერადოვნობით.  როგორც გავიგე, ასეთი მანიკურის გაკეთება თბილისის სალონებში დაახლოებით 50 ლარი ღირს. ზოგჯერ ვაუჩერებიც იდება ხოლმე. ლაქების გამოწერა ამაზონიდანაც შეიძლება.

 

ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ ხდება ფერის ცვლილება ტემპერატურის ცვლილებისას.

 

სავარცხლის მოვლა

hair-combingჩვენი თმის მსგავსად, სავარცხელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სავარცხელზე დატოვებული თმები აცხიმიანებენ ახალდაბანილ თმასაც.

ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ უნდა გავასუფთავოთ სავარცხელი:

გახსოვდეთ, რომ არ გამოიყენოთ სავარცხელი სანამ ის არის სველი ან გაცხელებული.

პედიკურის პრობლემა

pedicureსილამაზის სალონი “ნატალი” ძალიან მიყვარს (ტელევიზიასთან). თმას და მაკიაჟს საუკეთესოდ აკეთებენ, ამიტომ ვენდე და გადავწყვიტე პედიკური გამეკეთებინა. ძალიან ვინანე, არ ვიცი, შეიძლება სხვა სპეციალისტები უკეთესები არიან და განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ ვითხოვე, საუკეთესო სპეციალისტს გაეკეთებინა, რადგან ცუდად რომ მიკეთებენ, მიღიზიანდება თითი.

ძალიან საგულდაგულოდ კი გამიკეთა, მაგრამ იმდენი “მიჩიჩხინა”, თითი დამისივდა. ასეთი პრობლემა ადრეც მქონდა და სწორედ ამიტომ მინდოდა კარგ სპეციალისტთან გამეკეთებინა და არ დავინანე 53 ლარის გადახდა.

ამას გარდა, იმდენად უხეში ქალი იყო, ჩემი მეგობარი იყო ჩემთან ერთად და მეხუმრებოდა, ვფიქრობდი, პირველი რომელი დაარტყამდითო. ამას გარდა, თვითონ გაკეთებული მაქვს ძალიან ულამაზოდ, მე მგონი სახლში ჩემpedicure-spa-chair-61800-2232123ით უფრო ლამაზად ვიკეთებ.

ერთადერთი რაც მომეწონა, ძალიან კომპორტული მოწყობილობა იყო, რომელიც ზუსტად ასე გამოიყურებოდა.

ვფიქრობ ისეთ სალონს, როგორიც “ნატალია”, კლიენტებთან ასე მოქცევა არ ეკადრება. მე პირადად მეორედ აღარ ვაპირებ “ნატალიში” პედიკურ-მანიკურის გაკეთებას.

ჩემი მერცხლები

tatu

სტუმრის პოსტი

ძალიან დიდი ხანია მინდა ტატუს გაკეთება.  ამიტომაც მუდმივად ვარჩევდი რა დამეხატა. მინდოდა  პატარა, სადა ტატუ მქონოდა. საბოლოოდ გადავწყვიტე  მერცხლების დახატვა.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დღეს ჩემი არჩეული ესკიზით გავემართე სალონ „მელანჟისკენ“, სადაც ძალიან კარგი  სიტუაცია დამხვდა.   ტატუ კეთდება ერთჯერადი ნემსით, რომელსაც შენ თვალწინ ხსნიან და ასევე საღებავი, სადაც ასხია, არის ერთჯერადი. ანუ რაიმეს გადადების შანსი არის მინიმალური.

აღმოჩნდა, რომ ტატუს გაკეთება არც ისე მტკივნეული პროცედურაა, თითქოს რაღაც გწიწკინის. რაღაცით ელექტრო ეპილაციას ჰგავს, თუმცა ეპილაცია უფრო მტკივნეულია. პროცედურა ისე მალე დამთავრდა, რომ არც მოველოდი.

Bird_tattoo_by_MarisaMargieძალიან მომეწონა ჩემი ტატუ. არის ძალიან სუფთად და ლამაზად გაკეთებული. ბოლოს გამიკეთა კომპრესი, კანში შემაზილა მალამო და შემიხვია პლასტიკური სახვევით. წამოსვლისას მომცეს  წესები  ტატუს მოვლის შესახებ.

ითვლება, რომ ორი კვირის განმავლობაში ტატუ არის ჭრილობა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ ტატუ ანტიბაქტერიული საპნით, გრილი წყლით  და წავისვათ თხელი ფენა მალამო (მე ბეპანტენის მალამო ვიყიდე, რომელიც 10 ლარამდე ღირს აფთიაქებში, თუმცა უფრო იაფი, უბრალო ვაზელინის გამოყენებაც შეიძლება). აკრძალულია ცხელი წყლით დაბანა, მჭიდროდ მოჭერილი ტანსაცმლის ტარება, ქავილი ან რაიმე სახის დაზიანება.

ტატუს ფასი ზომაზე და სირთულეზეა დამოკიდებული. სალონში, სადაც მე გავიკეთე, ტატუს მინიმალური ფასი 50 ლარია.

 

instrukcia