პარაფინის თერაპია

პარაფინის თერაპია ანუ პარაფინის დამათბობელი კომპრესი ცნობილია სამკურნალო თვისებებით. პროცედურა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კეთდება. ის კვებავს და ატენიანებს კანს, ანელებს დაბერების პროცესს, ხსნის შეშუპებებს.

პარაფინის თერაპია იწყება ხელის სკრაბით გასუფთავებით. ერთ ხელზე პროცედურას ვიტარებდი და მეორეთი ვიღებდი, ამიტომ ვიდეოები მთლად კარგი ვერ გამომივიდა, თუმცა კარგად ჩანს როგორ კეთდება პარაფინი.

სკრაბის შემდეგ ხელზე ისვამთ კრემს და ხელს პარაფინის ჯამში ყოფთ, რომელიც ძალიან ცხელია.

ხელები დაახლოებით ნახევარი საათი მქონდა შეფუთული, ამის შემდეგ პარაფინი ჩვეულებრივ მომხსნეს და კრემი წამისვეს.

პროცედურის შემდეგ ხელები ნამდვილად დამირბილდა, თუმცა დიდად არ განვასხვავებ კარგი ხელის კრემით მიღებული შედეგისგან.

პარაფინის თერაპია 10-14 დღეში ერთხელ არის რეკომენდებული.

Advertisements

რა არ მომწონს დილატოში

imagesზედმეტმა კილოგრამებმა ისევ შემაწუხა და ისევ დავუბრუნდი დილატო ფიტნეს კლუბს, თუმცა, სამწუხაროდ, ის ისეთი სასიამოვნო აღარ დამხვდა, როგორიც ერთი წლის წინ იყო. 

ყველაზე უსიამოვნო საღამოს საათებში ხალხით გადატვირთული დარბაზი და “ტრენაჟორებზე ნადირობაა”. სარბენ ბილიკზე მოსახვედრად ზოგჯერ იმდენ ხანს მიწევს ათასი უაზრობის კეთება, რომ მბეზრდება და მოვდივარ სახლში.

არანაკლებ უსიამოვნოა სუნი დარბაზში, სუნი აქვს ხშირად თვითონ ნივთებს, ყურსასმენებს და ლეიბებს. დღეს პრესები ვერ გავაკეთე, ფიზიკურად ვერ დავწვებოდი იმ სუნიან ლეიბებზე.

ადრე მახსოვს, რომ შემოდიოდნენ და წმენდნენ ტრენაჟორების ხელის მოსაკიდებლებს და ეკრანებს, მაგრამ ახლა სამი კვირაა დავდივარ და მსგავსი არაფერი მინახავს. ჭუჭყიანია ფანჯრის მინებიც, საიდანაც ვარჯიშის დროს ვიყურებით.

დღეს სუნზე ვუთხარი ადმინისტრაციას და გავითვალისწინებთო მითხრეს. იმედია, მართლა გაითვალისწინებენ. ერთ კვირაში აბონიმენტი მიმთავრდება და თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, სხვა ფიტნეს კლუბის მოძებნა მომიწევს.