ჩემი მერცხლები

tatu

სტუმრის პოსტი

ძალიან დიდი ხანია მინდა ტატუს გაკეთება.  ამიტომაც მუდმივად ვარჩევდი რა დამეხატა. მინდოდა  პატარა, სადა ტატუ მქონოდა. საბოლოოდ გადავწყვიტე  მერცხლების დახატვა.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დღეს ჩემი არჩეული ესკიზით გავემართე სალონ „მელანჟისკენ“, სადაც ძალიან კარგი  სიტუაცია დამხვდა.   ტატუ კეთდება ერთჯერადი ნემსით, რომელსაც შენ თვალწინ ხსნიან და ასევე საღებავი, სადაც ასხია, არის ერთჯერადი. ანუ რაიმეს გადადების შანსი არის მინიმალური.

აღმოჩნდა, რომ ტატუს გაკეთება არც ისე მტკივნეული პროცედურაა, თითქოს რაღაც გწიწკინის. რაღაცით ელექტრო ეპილაციას ჰგავს, თუმცა ეპილაცია უფრო მტკივნეულია. პროცედურა ისე მალე დამთავრდა, რომ არც მოველოდი.

Bird_tattoo_by_MarisaMargieძალიან მომეწონა ჩემი ტატუ. არის ძალიან სუფთად და ლამაზად გაკეთებული. ბოლოს გამიკეთა კომპრესი, კანში შემაზილა მალამო და შემიხვია პლასტიკური სახვევით. წამოსვლისას მომცეს  წესები  ტატუს მოვლის შესახებ.

ითვლება, რომ ორი კვირის განმავლობაში ტატუ არის ჭრილობა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ ტატუ ანტიბაქტერიული საპნით, გრილი წყლით  და წავისვათ თხელი ფენა მალამო (მე ბეპანტენის მალამო ვიყიდე, რომელიც 10 ლარამდე ღირს აფთიაქებში, თუმცა უფრო იაფი, უბრალო ვაზელინის გამოყენებაც შეიძლება). აკრძალულია ცხელი წყლით დაბანა, მჭიდროდ მოჭერილი ტანსაცმლის ტარება, ქავილი ან რაიმე სახის დაზიანება.

ტატუს ფასი ზომაზე და სირთულეზეა დამოკიდებული. სალონში, სადაც მე გავიკეთე, ტატუს მინიმალური ფასი 50 ლარია.

 

instrukcia

Advertisements

თმის ლამინირება

PicMonkey Collageყოველდღიურად ფენის გამოყენებამ თმა საკმაოდ გამიფუჭა და ზედაპირზე თმის ღერები გამიწყდა. გადავწყვიტე თმის ლამინირება გამეკეთებინა.

წესით, თმის ლამინირება ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც თმა იფარება ჰაერგამტარი დამცავი გარსით, რაც ავსებს თმის დაზიანებულ სტრუქტურას. ეს მეთოდი თმას აძლევს ბზინვარებას და უნარჩუნებს თმას სასარგებლო ნივთიერებებს, ვიტამინებს, პროტეინს და სინოტივეს.  ლამინირება ასევე აძლევს თმას მოცულობას. ლამინირებული თმა არ იმუხტება. წყარო

ლამინირების ეფექტი გრძელდება 3-დან 6 კვირამდე. პროცედურა კეთდება ნებისმიერ სახის თმაზე, თუმცა უფრო ეფექტურია შეუღებავ თმაზე.

ლამინირების გაკეთებამდე თმას ძლიერი შამპუნით ბანენ, რომ ლამინირებას უკეთესი ეფექტი ჰქონდეს. ამის შემდეგ უსვამენ ლამინირების სითხეს, შემდეგ ფუთავენ პირსახოცით. 5 წუთი საშრობში ვიშრობდი თმას, დანარჩენი ნახევარი საათი ბუნებრივად. ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივ შეიძლება თმის ჩამობანა.

ველოდებოდი, რომ გაყოფილი თმა შეიკვრებოდა, თმა მბზინვარე გახდებოდა, ანუ როგორი შედეგიც უნდა მიმეღო. რეალურად ეფექტის შემჩნევა ძალიან მიჭირს.

პროცედურას თბილისში საკმაოდ ბევრ სალონში აკეთებენ. ფასი თმის სიგრძეზეა დამოკიდებული. ჩემი თმის სიგრძის შემთხვევაში  დაახლოებით 60 ლარი ჯდება ლამინირება.

სალონში მითხრეს, რომ ლამინირების სითხე მხოლოდ სალონებზე იყიდება, თუმცა თმის ლამინატორი  amazon.com-ზეც ვნახე,  9$ ღირს და სამი პორციაა. ჩემი აზრით, გამოწერის შემთხვევაში, ცდა ღირს.

დიეტა სასჯელს არ ნიშნავს

dieta_vegetariana_artritisგადატვირთული რეჟიმი მაქვს, გვიანობამდე მიწევს სწავლა-მუშაობა და ამის გამო თავს ღამე შოკოლადებით და სხვა ნუგბარით ვანებრივრებდი, შედეგმაც არ დააყოვნა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი ზედმეტი კილო შევიძინე. გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.

ჩემი აზრით, დიეტის დაცვისთვის ყველაზე მთავარი მოტივაციაა. რატომ გინდა დაკლება და საერთოდ, მართლა გინდა თუ არა დაკლება. როცა დიეტას გააზრებულად, საკუთარი სურვილით და არა სხვების რჩევით და საყვედურებით იწყებ, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გაქვს.  დიეტა კარგი განწყობით უნდა დაიწყო და არა დეპრესიით.

დიეტის ძებნა დიეტების საიტზე დავიწყე. ვფიქრობ, სწორად გადავწყვიტე, რომ არ დამეწყო ძალიან მკაცრი და რადიკალური დიეტა. მართალია, დიეტით 10 კილო უნდა დამეკლო ორ კვირაში, მაგრამ სულ 4 კილო დავიკელი, რაც ძალიან ცუდი შედეგი სულაც არ არის. ბუნებრივია, თავიდან უფრო ადვილად იკლებ, შემდეგ ეს პროცესი ნელდება, მაგრამ ამ ტემპებით რომ გავაგრძელო  შეიძლება წონის პრობლემა ზაფხულამდე მოვაგვარო. მე რომ მკაცრი დიეტა დამეწყო, ზუსტად ვიცი, ხასიათი გამიფუჭდებოდა, ნებისყოფა გამიუარესდებოდა და დიეტას პირველ თუ არა, მეორე ცდუნებაზე მაინც დავარღვევდი. გარდა ამისა, სწრაფად დაკლების შემდეგ დიდი რისკია ასევე სწრაფად მომატების.

ჩემი აღმოჩენით, დიეტის დაცვის წარმატებისთვის აუცილებელია თავის წახალისება. ვცდილობ თავი გავინებრივრო ახალი ტანსაცმელით ან სალონში სიარულით.

მესამე აღმოჩენა დარღვევას ეხება. დიეტაზე ყოფნა, ბუნებრივია, ნიშნავს შეზღუდვებს. ბევრ ცდუნებას გავუძელი სახლშიც, სამსახურშიც და მეგობრებთან ერთად ყოფნის დროსაც. თუმცა ერთ დღეს ძალიან მომინდა, რომ დიეტა დამერღვია და რამე გემრიელი მეჭამა. ასე საკმაოდ მსუყედ დავარღვიე. ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ გამჩენია. ამით ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ რა პრობლემაა, დიეტა სასჯელი არ არის და შეიძლება ზოგჯერ თავის წახალისება რაიმე გემრიელით, თუმცა ეს ხშირად არ უნდა მოხდეს.

დიეტის დროს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ საჭმლის გაფორმებას. სხვადასხვა ფერის ბოსტნეულით ფერად სალათებს ვაკეთებ. ხილის სალათები ფაქტიურად დიეტის დროს აღმოვაჩინე.  მით უმეტეს გაზაფხულია და ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის.

დიეტას ვაგრძელებ და როცა რაიმე ტკბილი მომინდება, წარმოვიდგენ გოგოებს, რომელსაც ძალიან ლამაზი ტანი აქვთ და ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა  ძალიან ადვილია, სულ რამდენიმე კილო მაშორებს სასურველ მიზანს. მე ეს შემიძლია, მე ყოჩაღი გოგო ვარ 🙂

თუ ფრჩხილები გემტვრევათ

13301422-spa-and-wellness-manicure-setting-with-natural-soap-candles-and-towel-beige-dayspa-nature-setთუ თქვენც ჩემსავით ფრჩხილები ხშირად გემტვრევათ, არ დაივიწყოთ ამ საშუალებების გამოყენება:

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება. ყველაზე მეტად “დოლივას” მწვანე მარილი მომწონს. თუ სწორად მახსოვს 7 ლარი ღირს და ძალიან დიდხანს გაგყვებათ. ზღვის მარილის აბაზანები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა. სპეციალურად ლამაზი ბურთულები მაქვს ნაყიდი პროცედურის დროს გასართობად (როგორც ამას ბევრ სალონში აკეთებენ).

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩვეულებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში 🙂

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები.

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. მე ფრჩხილების გასამაგრებლად ვხმარობ ORLY-ის დამცავს, nail builder with Calcium აწერია.