როგორ მოვიცილოთ შილაკი სახლის პირობებში

IMG_4091 - Copyროგორც წინა პოსტში ვწერდი, შილაკის ტიპის ლაკების მოსაცილებლად სპეციალური სითხე არსებობს. მისი გამოწერა შესაძლებელია ამაზონიდან , რაც დაახლოებით 20$-მდე დაგიჯდებათ. თუმცა როგორც ერთ-ერთ სალონში მითხრეს, სითხეზე ნაკლებად ეფექტური არც აცეტონია, მთავარია, წესები დაიცვათ:

ბამბის დისკო დაასველეთ სპეციალური სითხით ან აცეტონით, შემოიხვიეთ ფოლგის ქაღალდი.

კარგი იქნება, თუ თბილ ხელთათმანსაც ჩაიცვამთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

IMG_4094 - Copy

ფოლგის მოცილების შემდეგ, ლაკი ფრჩხილზე იქნება ამძვრალი. აქერცლილი გელის მოსაცილებლად არ გამოიყენოთ ქლიბი, რადგან ის ფრჩხილს დაათხელებს და ადვილად მტვრევადს გახდის.

შილაკი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიცილოთ სალონებში, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა (“ნატალი” 20 ლარი, “Nail Bar” – 10).

Advertisements

ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

© Brotseuli

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან 🙂 ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.

© Brotseuli

მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია…

თუ ფრჩხილები გემტვრევათ….

ჩემმა ფრჩხილებმა ვერ აიტანეს გაზრდა და დამეწყო დამტვრევა. თქვენც გაგიზიარებთ რჩევებს, რაც მე მომცეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება, მე ‘ავერსში’ ვიყიდე, ‘დოლივას’ მარილი, 7 ლარი ღირდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს.

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩველებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში 🙂

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები.

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. ორიფლეიმს აქვს როგორც ვიცი. 7 ლარი ღირს. დამცავი ლაქის ქვეშაც შეგიძლიათ წაისვათ და ლაქის გარეშეც.

მე მგონი ჩემმა მკურნალობამ გაჭრა, საგრძნობლად მაქვს ფრჩხილები გამაგრებული.

p.s.
ფრჩხილების გასამაგრებლად ვიყიდე ლაქი ORLY-ის, nail builder with Calcium აწერია. 9 ლარი ღირდა ვაგზალთან კოსმეტიკის მაღაზიებში.