ხანმოკლე რუჯის ტატუ

ტატუს გაკეთება ბუნებრივი მეთოდით მზის ქვეშაც შეგვიძლია. Google  რუჯის ტატუს რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს:

images

a97497_g216_1 156420977 090807_bikini1  img_1999

 

Advertisements

შინაური მეთოდით დამზადებული კრემის ნაკლი და უპირატესობა

მიუხედავად მაღაზიებში ფართო არჩევანისა, ბევრი ისევ შინაურულად მომზადებულ კრემებს არჩევს. ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვას დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი რუსუდან კახიძე პასუხობს.

  1. რა უპირატესობა აქვს შინაურულ კრემებს?
პირველ რიგში, ალბათ უფრო ფასი ხიბლავთ ქალბატონებს. მეორეც, ნდობის ფაქტორი მეტია.

უპირატესობა არის ის, რომ ასეთი კრემი მორგებულია კონკრეტულ ადამიანს.

როდესაც ბრენდის კრემს მოიხმარს ადამიანი, მას უწევს რამდენიმე კრემის ხმარება, სანამ ამოარჩევს იმას, რაც უხდება მის კანს. საკმაოდ ძვირადღირებულია ეს ბრენდული კრემები, ამიტომ დღევანდელი სოციალური ფონიდან გამომდინარე ქალბატონებს არ შეუძლიათ მოსინჯონ და ამოარჩიონ ამ დიდი არჩევანიდან. მე ლაპარაკი მაქვს უმრავლესობაზე, რა თქმა უნდა, არიან ერთეულები ვისაც შეუძლია თავის თავს მისცენ ამის უფლება და აირჩიონ ეს ძვირადღირებული ბრენდები, მაგრამ რაც შეეხება კოსმეტოლოგების დამზადებულ კრემებს ძველი რეცეპტებით, ძალიან კარგი რეცეპტებით დამზადებული, ფუძე ყველას აქვს ძირითადად ერთნაირი, ნუ კლასიკური ფუძე ასე ვთქვათ, რომელიც სპერმაცევტს შეიცავს, ეს არის საკმაოდ კარგი ნივთიერება კანისთვის, იოლად შეღწევადი და ის მკვებავი ნივთიერებები და ეთერზეთები ძირითადად შედის კრემების შემადგენლობაში, ადვილად შეაღწევს კანის უჯრედებში და კვებავს სათანადოდ და ატენიანებს კიდეც, გააჩნია როგორი შემადგენლობისაა ეს კრემი.

პირადად მე, როცა რაღაც მომენტებში ვაძლევ თავს უპირატესობას ჩემს მიერ დამზადებულ კრემებს, მე ვიცი ზუსტად რა შემადგენლობა არის და რამდენად დადებიტად მოქმედებს ეს კანზე და ხშირად, მე არ მაქვს ლაპარაკი ძვირადღირებულ ბრენდებზე, მაგრამ იაფიანი კრემები, რომლებიც ფართოდ არის შემოსული პარფიუმერიულ მაღაზიებში, ხანდახან მაგალიტად სპერმაცეტის აწერია და ამ დროს არ შეიცავს სპერმაცევტს და დამზადებულია ლანოლინის ფუძეზე. ლანოლინი უარყოფითად მოქმედებს ხანგრძილვად ხმარების დროს, ხელს უწყობს თმიანობას და ა.შ.

არის შეჩვევის მომენტიც: ადამიანი ეჩვევა და მოსწონს ეს კრემი, აწყობს ყველანაირად. კანსაც უხდება, კარგი მოქმედება აქვს, არბილებს, ატენიანებს, კვებას და ა.შ. ზოგირთ კრემს ნაოჭსაწინააღმდეგო ჩვენებაც აქვს, გააჩნია რისგან არის დამზადებული. ხშირად არის ხოლმე რომ ბრენდული, ძალიან ძვირადღირებული და კარგი კოსმეტიკა იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეს ცუდი კოსმეტიკაა. არის უბრალოდ არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ინდივიდუალურად იწვევს ალერგიულ რეაქციას, აუტანლობას და ასე შემდეგ.

  1. რა ნაკლი აქვს ასეთ კრემებს?

ნაკლიც შეიძლება ჰქონდეს ბევრი, იმიტომ რომ დამზადების ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, ბრენდულ კოსმეტიკას უფრო მაღალხარისხიანი აქვს, ვიდრე სახლში დამზადებულ კრემებს. ბრენდული კრემები უფრო დიდ შეფუთვაშია და ამდენად უფრო დიდხანს აქვს ხოლმე ვადა და შენახვაც უფრო ადვილია.

სახლში დამზადებულ კრემებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითონ ადამიანის კეთილსინდისიერებას, ანუ რამდენად კარგად აქვს დამზადებული და რამდენად კარგი მასალა არის გამოყენებული. ხშირად ფასის გამო ზოგიერთი ალტერნატიულ საშუალებებს ხმარობენ, შეიძლება ძვირადღირებული ზეთი არ იხმაროს და იაფიანი გამოიყენოს ადამიანმა კრემისთვის, არის ეთერზეთები, რომლებიც არის ქარხნული და ძვირადღირებული და ოჯახში გამოყვანილი და იაფი. ამდენად ეს ყველაფერი თავის გავლენას ახდენს კრემის ხარისხზე და მის მოქმედებაზე.

თუმცა მხოლოდ  კეთილსინდისიერება არ არის საკმარისი. ზოგიერთ კოსმეტოლოგს აქვს ძველი რეცეპტი და ჩვეულებრივ კლასიკურ მკვებავს ამზადებს. ზოგიერთი სულ აახლებს თავის კრემს და ახალ–ახალ რაღაცებს ამატებს, რაც არის საუკეთესო შემოსული ბაზარზე.

ერთ დროს საერთოდ არ იხმარებოდა ყურძნის წიპწის ზეთი, დღეს ფართოდ გამოიყენება, იმიტომ რომ შესწავლილია ამ ზეთის თვისებები და მისი მოქმედება კანზე და კანის უჯრედების განახლებაზე. ასევე სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტები, რომლებიც ფართოდ არის დღევანდელ კოსმეტიკურ ბაზარზე , ეს ნივთიერებები შედის ბრენდულ კოსმეტიკაშიც და სახლში დამზადებულ კრემებში შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი, ძვირადღირებული ჟოჟობას, არგანას და ა.შ. ზეთები. პირველ რიგში, მაინც თვითონ დამამზადებელზეა დამოკიდებულლი როგორი იქნება ეს კრემი.

  1. რისგან მზადდება შინაურული კრემები?

ძირითადი არის სპერმაცევტი, კაკაოს ცხიმი და  თაფლის სანთელი. ესაა ძირითადი ფუძე, მერე უკვე მიდის  სხვადასხვა ნივთიერებების დამატება. წყალი შედის, ზეთები შედის და ა.შ.

  1. როგორ პირობებში უნდა შეინახონ კრემი?

კრემი გრილ ადგილას უნდა შეინახოს და ალბათ, რამდენიმე თვე მაინც ექნება მოქმედების ვადა.

ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

© Brotseuli

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან 🙂 ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.

© Brotseuli

მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია…

თუ ფრჩხილები გემტვრევათ….

ჩემმა ფრჩხილებმა ვერ აიტანეს გაზრდა და დამეწყო დამტვრევა. თქვენც გაგიზიარებთ რჩევებს, რაც მე მომცეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება, მე ‘ავერსში’ ვიყიდე, ‘დოლივას’ მარილი, 7 ლარი ღირდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს.

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩველებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში 🙂

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები.

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. ორიფლეიმს აქვს როგორც ვიცი. 7 ლარი ღირს. დამცავი ლაქის ქვეშაც შეგიძლიათ წაისვათ და ლაქის გარეშეც.

მე მგონი ჩემმა მკურნალობამ გაჭრა, საგრძნობლად მაქვს ფრჩხილები გამაგრებული.

p.s.
ფრჩხილების გასამაგრებლად ვიყიდე ლაქი ORLY-ის, nail builder with Calcium აწერია. 9 ლარი ღირდა ვაგზალთან კოსმეტიკის მაღაზიებში.