როგორ მოვიხსნათ ფრჩხილების დასაგრძელებელი გელი სახლის პირობებში

ფრჩხილებზე გელის მოცილება ფასიანია, სალონების უმეტესობაში 10-15 ლარი ღირს და ერთ საათამდე დრო სჭირდება. თუმცა ამ პროცედურის მარტივად, სახლის პირობებში გაკეთება შესაძლებელია. ამისთვის დაგჭირდებათ კოსმეტიკური ბამბა, ფოლგა, აცეტონი, ფრჩხილების დასაჭრელი, ქლიბი,  და ე.წ. ლაფატკა.

გელის მოსაშორებლად საჭირო ნივთები

იმისათვის, რომ მრგვალი კოსმეტიკური ბამბა ფრჩხილებზე კომფორტულად მოვათავსოთ, აჯობებს თუ გავჭრით, აცეტონით დავასველებთ და შემდეგ ფოლგის პატარა ნაწილებით შევიხვევთ. აცეტონის ნაცვლად სპეციალური, გელის მოსაცილებელი სითხის გამოყენება უფრო ეფექტურია, თუმცა შედეგს აცეტონიც მოგვცემს.

20150304_130530

შეხვევიდან ნახევარი საათის შემდეგ ვიწყებთ “ლაფატკით” გელის მოცილებას. შეგვიძლია ფრჩხილის დაგრძელებული ნაწილი მოვჭრათ.

20150304_133805

გელის მოცილების პროცესი არც ისე სასიამოვნოა და ერთ საათამდე გრძელდება და საბოლოოდ დაახლოებით ასეთ შედეგს მიიღებთ.

20150304_141741

ამის შემდეგ შეგიძლიათ ქლიბით მსუბუქად მოიშოროთ ნარჩენები.

20150304_142530

საბოლოოდ კი ასეთ შედეგს მიიღებთ.

20150304_143741

კარგი იქნება რამდენიმე დღით თუ დაასვენებთ ფრჩხილებს – გაიკეთებთ ზღვის მარილის აბაზანებს ან მიმართავთ რაიმე ხერხს ფრჩხილების გასამაგრებლად. ამისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ “ბროწეულის” ძველ პოსტს. 

2 thoughts on “როგორ მოვიხსნათ ფრჩხილების დასაგრძელებელი გელი სახლის პირობებში

  1. ბროწეულუ დაბრუნდა! სასარგებლო და საინტერესო პოსტით! ძალიან გამიხარდა. მე ისე არ ვხმარობ გელ მანიკურს, რადგან ერთხელ გავიკეთე და ძალაინ დამისუსტა ფრჩხილები:( მაგრამ ეს ადრე იყო, შეიძლება გაუმჯობესეს ფორუმა. ღირს რომ ვსინჯო? ძალიან თხელი ფრჩხილები მაქვს ისედაც.

    • მიხარია, რომ გაგიხარდა ჩემი ახალი პოსტი🙂 სიმართლე გითხრა, მეც არ ვხმარობ გელს, რადგან ჩვეულებრივი ლაკით გაკეთებული მანიკური ერთი კვირა კარგად მაქვს, გელის გაკეთებას დიდი დრო სჭირდება და ძვირია. ინტერესისთვის მხოლოდ ერთხელ გავიკეთე. ეს ექსპერიმენტიც ჩემი თანამშრომლის ფრჩხილებზე ჩავატარე🙂 წესით შილაკი ამაგრებს ფრჩხილებს, მთავარია კარგად მოხსნან გელი. თხელი ფრჩხილი თუ გაქვს, სახლში მოხსნას არ გირჩევ, ძირითადად ამ დროს ფუჭდება ფრჩხილები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s