რა უნდა ვიცოდეთ წამწამების დაგრძელების შესახებ

10380311_585800548218375_129917963091382134_nთუ თქვენ ლამაზი, მუქი და გრძელი წამწამები გაქვთ, ე.ი. გაგიმართლათ. სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბუნებრივად გაქვთ მონიჭებული. თუმცა, ვისაც გრძელი წამწამები დაბადებისთანავე არ დაგვყვა, თანამედროვე ტექნოლოგიები წამწამების დაგრძელების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ.

წამწამების მოკლევადიანი დაგრძელება –   ხელოვნური წამწამების ბუჩქები მაგრდება წყალგამძლე წებოთი. პროცედურა გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. წამწამები დაახლოებით 5 დღის განმავლობაში გექნებათ.  ეს პროცედურა არც ისე ძვირი ღირს (დაახლოებით 30 ლარის ფარგლებში).  მოკლევადიანი დაგრძელება კარგია, როდესაც ერთი დღით გჭირდებათ გრძელი წამწამები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არც ისე ბუნებრივად გამოიყურება.

წამწამების გრძელვადიანი დაგრძელება – პროცედურა გრძელდება დაახლოებით ორი საათი, არის უმტკივნეულო, თუმცა საკმაოდ არაკომფორტული.  წამწამები  მაგრდება თითოეულ ღერზე. ამიტომ ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ხშირად ვერც მიხვდებით რომ ის ხელოვნურია. პროცედურა დაახლოებით 70-120 ლარამდე ღირს. არსებობს რამდენიმე ტიპის წამწამები, ზოგი მას „წაულას“ ბეწვის წამწამებს უწოდებს, ზოგი აბრეშუმს, ზოგი 3D-ს. არც ერთი მათგანი არ არის ნატურალური ბეწვის. წამწამი არის მუქი ფერის, ისეთი შესახედაობა აქვს, თითქოს კარგი ხარისხის ტუშითაა შეღებილი. წამწამები  ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს  ბუნებრივ მდგომარეობას. ერთი თვის შემდეგ აუცილებელია წამწამების კორექცია. კორექცია ფასიანია და თავდაპირველი თანხის დაახლოებით ნახევარს უდრის. წამწამები არის ძალიან ადვილი მოსახმარი, შეგიძლიათ თავისუფლად დაიბანოთ, გაიკეთოთ თვალზე მაკიაჟი. ხელს არ გიშლით ძილის  დროს. ხშირად სილამაზის სალონები წამწამების გრძელვადიან დაგრძელებას სამთვიან დაგრძელებას უწოდებენ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთ თვეში წამწამების კორექცია იქნება აუცილებელი. კორექცია კი უმეტესად გულისხმობს სრულად მოხსნას და ხელმეორედ გაკეთებას. ამიტომ დაგრძელება რეალურად ერთთვიანი გამოდის.

არსებობს, ასევე,  წამწამების შეღებვა. პროცედურა განკუთვნილია მათთვის, ვისაც გრძელი, მაგრამ ღია ფერის წამწამები აქვს. ეს პროცდურა დაახლოებით 10 წუთი გრძელდება და 10-15 ლარი ღირს.  წამწამების შეღებვა ხდება სპეციალური საღებავით, რომელიც არის ანტიალერგიული, არ აღიზიენბს თვალს. მუქი ფერის წამწამები დაახლოებით 2 კვირა ნარჩუნდება.

სილამაზის ცენტრები ახალ ინოვაციურ მეთოდს გვთავაზობენ – წამწამების პერმანენტული ტუში ეფექტს 1,5-2 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.  წამწამები ხდება მუქი ფერის, იძენს მეტ მოცულობას და  სიგრძეს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ პროცედურა სრულიად უსაფრთხოა,  არ აზიანებს წამწამებს. არის  100%-ით ანტიალერგიული და არ აზიანებს თვალს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s