თმის ლამინირება

PicMonkey Collageყოველდღიურად ფენის გამოყენებამ თმა საკმაოდ გამიფუჭა და ზედაპირზე თმის ღერები გამიწყდა. გადავწყვიტე თმის ლამინირება გამეკეთებინა.

წესით, თმის ლამინირება ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც თმა იფარება ჰაერგამტარი დამცავი გარსით, რაც ავსებს თმის დაზიანებულ სტრუქტურას. ეს მეთოდი თმას აძლევს ბზინვარებას და უნარჩუნებს თმას სასარგებლო ნივთიერებებს, ვიტამინებს, პროტეინს და სინოტივეს.  ლამინირება ასევე აძლევს თმას მოცულობას. ლამინირებული თმა არ იმუხტება. წყარო

ლამინირების ეფექტი გრძელდება 3-დან 6 კვირამდე. პროცედურა კეთდება ნებისმიერ სახის თმაზე, თუმცა უფრო ეფექტურია შეუღებავ თმაზე.

ლამინირების გაკეთებამდე თმას ძლიერი შამპუნით ბანენ, რომ ლამინირებას უკეთესი ეფექტი ჰქონდეს. ამის შემდეგ უსვამენ ლამინირების სითხეს, შემდეგ ფუთავენ პირსახოცით. 5 წუთი საშრობში ვიშრობდი თმას, დანარჩენი ნახევარი საათი ბუნებრივად. ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივ შეიძლება თმის ჩამობანა.

ველოდებოდი, რომ გაყოფილი თმა შეიკვრებოდა, თმა მბზინვარე გახდებოდა, ანუ როგორი შედეგიც უნდა მიმეღო. რეალურად ეფექტის შემჩნევა ძალიან მიჭირს.

პროცედურას თბილისში საკმაოდ ბევრ სალონში აკეთებენ. ფასი თმის სიგრძეზეა დამოკიდებული. ჩემი თმის სიგრძის შემთხვევაში  დაახლოებით 60 ლარი ჯდება ლამინირება.

სალონში მითხრეს, რომ ლამინირების სითხე მხოლოდ სალონებზე იყიდება, თუმცა თმის ლამინატორი  amazon.com-ზეც ვნახე,  9$ ღირს და სამი პორციაა. ჩემი აზრით, გამოწერის შემთხვევაში, ცდა ღირს.

3 thoughts on “თმის ლამინირება

    • ლამინატორზე მეკითხებით? პოსტში სადაც ამას ვამბობ, “amazon.com-ზე ვნახე”-ს დააჭირეთ და ნახავთ. ძალიან მიჭირს გითხრათ ღირს თუ არა გაკეთება, ცოტა ბზინვარება შესძინა ნამდვილად, თუმცა რასი მოლოდინიც მქონდა (ანუ თმის დამუხტვისგან დაცვა, გაყოფილი თმის შეერთება), არ გამიმართლდა😦

  1. hair gloss და hair glaze სხვა პროცედურებია თუ რომელიმე ამათგანია ლამინირება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s