დიეტა სასჯელს არ ნიშნავს

dieta_vegetariana_artritisგადატვირთული რეჟიმი მაქვს, გვიანობამდე მიწევს სწავლა-მუშაობა და ამის გამო თავს ღამე შოკოლადებით და სხვა ნუგბარით ვანებრივრებდი, შედეგმაც არ დააყოვნა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი ზედმეტი კილო შევიძინე. გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.

ჩემი აზრით, დიეტის დაცვისთვის ყველაზე მთავარი მოტივაციაა. რატომ გინდა დაკლება და საერთოდ, მართლა გინდა თუ არა დაკლება. როცა დიეტას გააზრებულად, საკუთარი სურვილით და არა სხვების რჩევით და საყვედურებით იწყებ, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გაქვს.  დიეტა კარგი განწყობით უნდა დაიწყო და არა დეპრესიით.

დიეტის ძებნა დიეტების საიტზე დავიწყე. ვფიქრობ, სწორად გადავწყვიტე, რომ არ დამეწყო ძალიან მკაცრი და რადიკალური დიეტა. მართალია, დიეტით 10 კილო უნდა დამეკლო ორ კვირაში, მაგრამ სულ 4 კილო დავიკელი, რაც ძალიან ცუდი შედეგი სულაც არ არის. ბუნებრივია, თავიდან უფრო ადვილად იკლებ, შემდეგ ეს პროცესი ნელდება, მაგრამ ამ ტემპებით რომ გავაგრძელო  შეიძლება წონის პრობლემა ზაფხულამდე მოვაგვარო. მე რომ მკაცრი დიეტა დამეწყო, ზუსტად ვიცი, ხასიათი გამიფუჭდებოდა, ნებისყოფა გამიუარესდებოდა და დიეტას პირველ თუ არა, მეორე ცდუნებაზე მაინც დავარღვევდი. გარდა ამისა, სწრაფად დაკლების შემდეგ დიდი რისკია ასევე სწრაფად მომატების.

ჩემი აღმოჩენით, დიეტის დაცვის წარმატებისთვის აუცილებელია თავის წახალისება. ვცდილობ თავი გავინებრივრო ახალი ტანსაცმელით ან სალონში სიარულით.

მესამე აღმოჩენა დარღვევას ეხება. დიეტაზე ყოფნა, ბუნებრივია, ნიშნავს შეზღუდვებს. ბევრ ცდუნებას გავუძელი სახლშიც, სამსახურშიც და მეგობრებთან ერთად ყოფნის დროსაც. თუმცა ერთ დღეს ძალიან მომინდა, რომ დიეტა დამერღვია და რამე გემრიელი მეჭამა. ასე საკმაოდ მსუყედ დავარღვიე. ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ გამჩენია. ამით ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ რა პრობლემაა, დიეტა სასჯელი არ არის და შეიძლება ზოგჯერ თავის წახალისება რაიმე გემრიელით, თუმცა ეს ხშირად არ უნდა მოხდეს.

დიეტის დროს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ საჭმლის გაფორმებას. სხვადასხვა ფერის ბოსტნეულით ფერად სალათებს ვაკეთებ. ხილის სალათები ფაქტიურად დიეტის დროს აღმოვაჩინე.  მით უმეტეს გაზაფხულია და ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის.

დიეტას ვაგრძელებ და როცა რაიმე ტკბილი მომინდება, წარმოვიდგენ გოგოებს, რომელსაც ძალიან ლამაზი ტანი აქვთ და ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა  ძალიან ადვილია, სულ რამდენიმე კილო მაშორებს სასურველ მიზანს. მე ეს შემიძლია, მე ყოჩაღი გოგო ვარ🙂

One thought on “დიეტა სასჯელს არ ნიშნავს

  1. მშვენიერი რჩევებია! ისევ დიეტაზე ხარ?
    სრულიად გეთანხმები რომ დიეტას მოტივაცია სჭირდება, სხვანაირად მისი წარმატება გარანტირებული ვერ იქნება. ასევე არ უნდა დასაჯო თავი ძალიან, თუ ისეთი ვითარებაა რომ ვერ უძლებ ცდუნებას, უდნა დაუშვა გამონაკლისებიც. ეს პირიქით უკეთესია და კარგია რომ მიეცი თავს ამოსუნთქვის უფლება.
    ისე ცოტა არარეალური მეჩვენება 2 კვირაში 10 კილოს დაკლება. არა ალბათ შეიძლება, მაგრამ ყველა ხო ინდივიდუალურად იკლებს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. მე ვფიქრობ 2 კგ კვირაში ფანტასტიურია, ზომიერი კლება უფრო სწორია და მიხარია რომ შენც მასე ფიქრობ და მიყვები მაგ გრაფიკს.
    27 აპრილიდან მოყოლებული დიეტაზე ვარ. რამდენი წელია დიეტა არ დამჭირვებია, მაგრამ მივედი იმ პუნქტამდე რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. აუცილებლად დავწერ ამ კვირაში დიეტის დეტალებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s