ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

© Brotseuli

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან🙂 ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.

© Brotseuli

მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s