მანიკური ქამელეონი ლაქით

ორი კვირა ჩემი ლაქის ფერის ცვლილებით ვერთობი. რომ ვიღვიძებ, ვარდისფერი ფრჩხილები მაქვს, სამსახურში რომ მივდივარ – ყავისფერი. ამის მიზეზი ის არის, რომ ორი კვირის წინ ქამელეონი გელ-ლაქი წავისვი. როცა ხელები თბილი მაქვს, ლაქი ღიავდება.

1-2

ქამელეონი ლაქი ყველაზე ლამაზი გადამავალ პერიოდშია. IMG_6919

ასეთი ლაქი პირველად წავისვი და ვაპირებ ხშირად გავერთო ასეთი ფერადოვნობით.  როგორც გავიგე, ასეთი მანიკურის გაკეთება თბილისის სალონებში დაახლოებით 50 ლარი ღირს. ზოგჯერ ვაუჩერებიც იდება ხოლმე. ლაქების გამოწერა ამაზონიდანაც შეიძლება.

 

ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ ხდება ფერის ცვლილება ტემპერატურის ცვლილებისას.

 

პედიკურის პრობლემა

pedicureსილამაზის სალონი “ნატალი” ძალიან მიყვარს (ტელევიზიასთან). თმას და მაკიაჟს საუკეთესოდ აკეთებენ, ამიტომ ვენდე და გადავწყვიტე პედიკური გამეკეთებინა. ძალიან ვინანე, არ ვიცი, შეიძლება სხვა სპეციალისტები უკეთესები არიან და განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ ვითხოვე, საუკეთესო სპეციალისტს გაეკეთებინა, რადგან ცუდად რომ მიკეთებენ, მიღიზიანდება თითი.

ძალიან საგულდაგულოდ კი გამიკეთა, მაგრამ იმდენი “მიჩიჩხინა”, თითი დამისივდა. ასეთი პრობლემა ადრეც მქონდა და სწორედ ამიტომ მინდოდა კარგ სპეციალისტთან გამეკეთებინა და არ დავინანე 53 ლარის გადახდა.

ამას გარდა, იმდენად უხეში ქალი იყო, ჩემი მეგობარი იყო ჩემთან ერთად და მეხუმრებოდა, ვფიქრობდი, პირველი რომელი დაარტყამდითო. ამას გარდა, თვითონ გაკეთებული მაქვს ძალიან ულამაზოდ, მე მგონი სახლში ჩემpedicure-spa-chair-61800-2232123ით უფრო ლამაზად ვიკეთებ.

ერთადერთი რაც მომეწონა, ძალიან კომპორტული მოწყობილობა იყო, რომელიც ზუსტად ასე გამოიყურებოდა.

ვფიქრობ ისეთ სალონს, როგორიც “ნატალია”, კლიენტებთან ასე მოქცევა არ ეკადრება. მე პირადად მეორედ აღარ ვაპირებ “ნატალიში” პედიკურ-მანიკურის გაკეთებას.

თუ ფრჩხილები გემტვრევათ

13301422-spa-and-wellness-manicure-setting-with-natural-soap-candles-and-towel-beige-dayspa-nature-setთუ თქვენც ჩემსავით ფრჩხილები ხშირად გემტვრევათ, არ დაივიწყოთ ამ საშუალებების გამოყენება:

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება. ყველაზე მეტად “დოლივას” მწვანე მარილი მომწონს. თუ სწორად მახსოვს 7 ლარი ღირს და ძალიან დიდხანს გაგყვებათ. ზღვის მარილის აბაზანები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა. სპეციალურად ლამაზი ბურთულები მაქვს ნაყიდი პროცედურის დროს გასართობად (როგორც ამას ბევრ სალონში აკეთებენ).

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩვეულებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში :)

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები.

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. მე ფრჩხილების გასამაგრებლად ვხმარობ ORLY-ის დამცავს, nail builder with Calcium აწერია.

როგორ მოვიცილოთ შილაკი სახლის პირობებში

IMG_4091 - Copyროგორც წინა პოსტში ვწერდი, შილაკის ტიპის ლაკების მოსაცილებლად სპეციალური სითხე არსებობს. მისი გამოწერა შესაძლებელია ამაზონიდან , რაც დაახლოებით 20$-მდე დაგიჯდებათ. თუმცა როგორც ერთ-ერთ სალონში მითხრეს, სითხეზე ნაკლებად ეფექტური არც აცეტონია, მთავარია, წესები დაიცვათ:

ბამბის დისკო დაასველეთ სპეციალური სითხით ან აცეტონით, შემოიხვიეთ ფოლგის ქაღალდი.

კარგი იქნება, თუ თბილ ხელთათმანსაც ჩაიცვამთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

IMG_4094 - Copy

ფოლგის მოცილების შემდეგ, ლაკი ფრჩხილზე იქნება ამძვრალი. აქერცლილი გელის მოსაცილებლად არ გამოიყენოთ ქლიბი, რადგან ის ფრჩხილს დაათხელებს და ადვილად მტვრევადს გახდის.

შილაკი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიცილოთ სალონებში, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა (“ნატალი” 20 ლარი, “Nail Bar” – 10).

შილაკი ანუ “the buzz of the manicure industry”

Nail Bar-ში შილაკის მანიკურის პროცედურის ვაუჩერი ისე ვიყიდე, შილაკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. Shellac Creative Nail Design (CND)-ს მიერ წარმოებული ლაქია, რომელიც მინიმუმ ორი კვირა ძლებს. ლაკი არათუ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს ფრჩხილებს.

ერთ-ერთ სტატიაში ლაქის შესახებ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: The slick new polish is the buzz of the manicure industry.

შილაკით მანიკურის გაკეთებას თავისი წესები აქვს, რომელიც დეტალურადაა ნაჩვენები ვიდეოში.

გაითვალისწინეთ, რომ შილაკი მხოლოდ ბუნებრივ და ჯანსაღ ფრჩხილზე კეთდება.

პირველ რიგში, შილაკის გაკეთებას თუ გადაწყვეტთ, ფრჩხილები არ უნდა გაიკეთოთ კლასიკურად (ნუნების წყალში დალბობით). ნუნების მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სითხე, მაგალითად ეს 31HMbSuN0eL

ფრჩხილები გაკეთების შემდეგ შეგიძლიათ გაიშროთ სპეციალურ ლამპაში, როგორიც ნაჩვენებია ვიდეოში.ასეთი ლამპების ფასი ამაზონზე 20$-დან იწყება. ლამპის გარეშე შილაკი უბრალოდ არ შრება.

ფრჩხილების გაკეთების შემდეგ, წაისვამთ ფრჩხილების დამცავს (shellac-ის Basa), შემდეგ ლაკს(ერთხელ ან ორჯერ, როგორც მოგწონთ), შემდეგ ლაკის დამცავს (Shellac top coat). რამდენჯერაც სითხეს წაისვამთ, ყოველთვის უნდა გამოაშროთ ფრჩხილები. Shellac top coat ფრჩხილებს წებოვანს გახდის, ამიტომ ფრჩხილები შეგიძლიათ აცეტონით გაიპრიალოთ და ბოლოს ნუნების ზეთი წაისვათ.
შილაკს აქეტონი არ აცილებს, სპეციალური სითხეა საჭირო მის მოსაშორებლად. მისი მოცილება Nail Bar-ში 10 ლარი ღირს, ნატალიში – 20.
გაკეთების შილაკის მანიკურის პროცედურა Nail Bar-ში 35 ლარი ღირს, ნატალიში  – 65.

27915_392717120814283_1620141585_n
სალონზეც მინდა ორიოდი სიტყვით ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო სალონია, გემოვნებით მოწყობილი, თუმცა საოცრად შეუსაბამო რუსული სიმღერები იყო ჩართული. მომსახურე პერსონალიც მომეწონა.

სამწუხაროდ, შილაკის ფერების დიდი არჩევანი არ აქვთ. ფაქტიურად, მხოლოდ მკვეთრი ფერები (ძირითადად წითელის ტონალობები) და ფრენჩი ქონდათ, ისიც ძალიან ცუდი თეთრი.
ასე გამოიყურებოდა ჩემი ფრჩხილები შილაკის გაკეთების დღეს, მას შემდეგ 10 დღე გავიდა, მაგრამ ისევ ასე გამოიყურება ჩემი მანიკური. IMG_3776

სხვა ლაკებისგან განსხვავებით შილაკი ძალიან პრიალებს.

შილაკი ესაა მდედრი მწერის სახეობის მიერ გამოყოფილი ხის ფისი. ლაკის მწერი, რომელიც ინდოეთსა და ტაილანდში ხეებზე ბინადრობს, იწოვს მცენარისგან სითხეს და თავადაც გამოყოფს ფისს, ბუნებრივ ლაკს, რისი საშუალებითაც ის და მისი კვერცხები მცენარეს ეწებებიან. მწერების პოპულაცია მთელ ხეს ედება.

800px-Shellac_varitiesადამიანები ხეებს ფისს აცლლიან, სხვადასხვა მეთოდით ასუფთავებენ და ყიდიან. ფისი, იგივე შილაკი სხვა დარგებთან ერთად, გამოიყენება კოსმეტიკაში.

ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

© Brotseuli

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან :) ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.

© Brotseuli

მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია…

თუ ფრჩხილები გემტვრევათ….

ჩემმა ფრჩხილებმა ვერ აიტანეს გაზრდა და დამეწყო დამტვრევა. თქვენც გაგიზიარებთ რჩევებს, რაც მე მომცეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება, მე ‘ავერსში’ ვიყიდე, ‘დოლივას’ მარილი, 7 ლარი ღირდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს.

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩველებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში :)

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები.

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. ორიფლეიმს აქვს როგორც ვიცი. 7 ლარი ღირს. დამცავი ლაქის ქვეშაც შეგიძლიათ წაისვათ და ლაქის გარეშეც.

მე მგონი ჩემმა მკურნალობამ გაჭრა, საგრძნობლად მაქვს ფრჩხილები გამაგრებული.

p.s.
ფრჩხილების გასამაგრებლად ვიყიდე ლაქი ORLY-ის, nail builder with Calcium აწერია. 9 ლარი ღირდა ვაგზალთან კოსმეტიკის მაღაზიებში.